ძვირფასო მომხმარებელო! სანამ დაასრულებთ რეგისტრაციას, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ zoom.ge-ის მომსახურების ხელშეკრულებას, მის წესებს და პირობებს. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს მომხმარებლისა და zoom.ge-ს შორის. რეგისტრაციის წარმატებულად დასრულებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე ელექტრონული ხელშეკრულების წესებს და პირობებს.
1.1წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება) განსაზღვრავს ვებგვერდ zoom.ge-ზე (შემდგომში - ვებგვერდი) არსებულ მომსახურების წესებს და პირობებს, რომელიც განკუთვნილია ვებგვერდ zoom.ge-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებისთვის (შემდგომში - მომხმარებელი).
1.2წინამდებარე ხელშეკრულება არ მოითხოვს ორმხრივ ხელმოწერას და ძალაშია ელექტრონული სახით.
2.1ვებგვერდი იღებს ვალდებულებას გაუწიოს მომსახურება მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი გადაიხადოს ღირებულება აღნიშნული მომსახურებისთვის და დაიცვას ხელშეკრულების წესები და პირობები. მომსახურების წესების და პირობების სრული სია განთავსებულია ვებგვერდზე.
2.2ვებგვერდი უწევს მომსახურებას მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით. კერძოდ, ვებგვერდი უზრუნველყოფს მომხმარებლის ფოტო მასალების რედაკტირებას და მათ ჩამოტვირთვას მომხმარებლის პირად პროფაილში შემდგომში საბეჭდი პროდუქციის მომზადებისთვის.
3.1ვებგვერდის უფლებები და ვალდებულებები
3.1.1ვებგვერდი უწევს მომხმარებელს zoom.ge-ზე არსებულ მომსახურებას. მომსახურების შინაარსი და მისი პარამეტრები განისაზღვრება მომხმარებლის მიერ ვებგვერდის შესაბამის გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მომსახურების ღირებულებაზე და მის სხვა პირობებზე.
3.1.2ვებგვერდი აძლევს საშუალებას მომხმარებელს პირადად ატვირთოს ფოტო მასალები, რომლებიც განკუთვნილია დასაბეჭდათ (მე-5 და მე-6 პუნქტების წესების და პირობების დაცვით).
3.1.3საბეჭდი ფოტო პროდუქციის დამზადების ვადა შეადგენს 1 დღეს.
3.1.4ვებგვერდს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების ღირებულება და მისი პარამეტრები. ყველა ამ ტიპის ცვლილებაზე ვებგვერდი შეატყობინებს მომხმარებელს ვებგვერდზე და მის ელექტრონულ მისამართზე. მომსახურების ღირებულების და მისი პარამეტრების ცვლილებისას მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილ მომსახურებაზე შეცვლილი ღირებულება და ტარიფები არ იმოქმედებს.
3.1.5ვებგვერდს აქვს უფლება არ გაუწიოს მომსახურება მომხმარებელს თუ მისი ფოტო მასალა ატარებს პორნოგრაფიულ ან/და უხამს ხასიათს, უწევს პროპაგანდას რასობრივ, ეთნიკურ, სექსუალურ, რელიგიურ, სოციალურ დისკრიმინაციას და ასევე ადამიანთა სიძულვილს; უწევს ნარკოტიკების და ჯანმრთელობისთვის სხვა მავნე ნივთიერებების პროპაგანდას; მოუწოდებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას; არღვევს ეროვნული და სხვა უმცირესობების უფლებებს; უბიძგებს ძალადობრივ ქმედებებს; არღვევს საავტორო უფლებებს. ვებგვერდი იტოვებს უფლებას არ მოამზადოს საბეჭდი პროდუქცია რაიმე განმარტებების გარეშე. ამ შემთვხევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება მომხმარებელს სრული მოცულობით.
3.1.6ვებგვერდი ვალდებულია:
- არ გაამჟღავნოს მესამე პირებისთვის რეგისტრაციის დროს მიღებული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
- არ გამოიყენოს მომხმარებლის პროფაილში არსებული ფოტო მასალა ამ ხელშეკრულებით არ გათვალისწინებული სხვა რაიმე დანიშნულებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.2ვებგვერდის უფლებები და ვალდებულებები
3.2.1მომხმარებელი ვალდებულია მიღებული მომსახურებისთვის გადაიხადოს შესაბამისი საფასური. გადახდის წესები და პირობები განთავსებულია ვებგვერდზე.
3.2.2მომხმარებელს აქვს უფლება თავად აირჩიოს ვებგვერდზე განთავსებული მომსახურების და გადახდის ტიპი, ასევე მიუთითოს დაბეჭდილი ფოტოების მიღების მისამართი.
3.2.3მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და წესები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
4.1ვებგვერდის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება მითითებულია ვებგვერდზე.
4.2მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მიერ შეთავაზებულ მომსახურების ღირებულებას საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ბარათებით Visa და MasterCard.
5.1ვებგვერდის დიზაინი და პროგრამული კოდი, საინფორმაციო და გრაფიკული ფოტო/ვიდეო და ასევე საიტზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის დიზაინ-მაკეტები და საბეჭდი პროდუქციის გრაფიკული ელემენტები არის ვებგვერდის ინტელექტუალური საკუთრება და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
5.2მომხმარებელი პირად პროფაილში ატვირთული ფოტო მასალების ბეჭდვით პირადად იღებს პასუხისმგებლობას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით.
6.1მომხმარებელი პასუხისმგებელია საბეჭდი ფოტო მასალის მომზადებაში, კერძოდ ამ ფოტო მასალის საწყის ხარისხზე. ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაბეჭდი ფოტო მასალა.
6.2საიტზე ფოტო მასალის ატვირთვით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- მას გააჩნია ამ ფოტო მასალის გამოყენების უფლება
- ის არ არღვევს მესამე პირის საავტორო უფლებებს, რომლებიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით
- მისი ფოტო მასალა არ შეიცავს გამოსახულებებს ან წარწერებს, რომლებიც გათვალისწინებულია პუნქტში 3.1.5., ასეთი ტიპის ფოტოების დაბეჭდვა შეუძლებელია.
- მისი ფოტო მასალა არ შეიცავს მავნე კომპიუტერულ პროგრამებს ან მათ ელემენტებს, რომლებსაც შეუძლია მიაყენონ ზიანი ვებგვერდის პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა მომხმარებლებს.
6.3თუ ვებგვერდი მოუმზადებს მომხმარებელს არასათანადო ხარისხის (ბეჭდვითი წუნი) დაბეჭდილ ფოტოებს, ვებგვერდი ვალდებულია ხელმეორედ მოუმზადოს მომხმარებელს იგივე ფოტო მასალა ან დაუბრუნოს მომხმარებელს გაწეული ხარჯი სრული მოცულობით.
6.4ვებგვერდი არ იღებს პასუხისმგებლობას დაბეჭდილი ფოტოების დაბალ ხარისხზე, შემდეგ შემთხვევებში:
6.4.1საბეჭდი ფოტო მასალა სრულად შეესაბამება მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტო მასალას და მას არ გააჩნია ტიფოგრაფიული წუნი.
6.4.2მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო მასალას გააჩნია დაბალი გაფართოვება, ფერების არასწორი გადაცემა და ფოკუსირება ან/და არა მკვეთრი გამოსახულება.
6.4.3მომხმარებელმა განათავსა (მაკეტის შექმნა) ფოტო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილები საბეჭდი ფოტოს განსაზღვრული საზღვრების მიღმა.
6.5ასატვირთი ფოტო მასალების მოთხოვნები განთავსებულია ვებგვერდზე.
7.1აღნიშნული ხელშეკრულება შედის ძალაში მომხმარებლის მიერ ღილაკის „ვეთანხმები მომსახურების ხელშეკრულებას“ დაჭერის და რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ.
7.2მომხმარებელი ვალდებულია პირადად გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულების წესებს და პირობებს. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ ხელშეკრულების რომელიმე წესს ან/და პირობას მან დაუყონებლივ უნდა გააუქმოს პირადად ატვირთული ფოტო მასალა და უარი თქვას მომსახურებაზე. თუ მომხმარებელი გააგრძელებს მომსახურების მიღებას ეს იქნება იმის დასტური, რომ იგი ეთანხმება წინამდებარ ხელშეკრულებას.
7.3ღილაკის „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ დაჭერით მომხმარებელი ადასტურებს რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულების წესებს და პირობებს, რომლებიც მისთვის გასაგებია და იგი სრულად მათ ეთანხმება. ასევე ადასტურებს რომ იგი არ გამოიყენებს ვებგვერდს არასამართლებრივ მიზნებში და ასევე სხვა მიზნებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით.
დაგავიწყდათ პაროლი?
პაროლის აღდგენა